file

საქართველოს პრეზიდენტი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი 23 სექტემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტებს შეხვდა და საჯარო ლექცია წაიკითხა. გიორგი მარგველაშვილმა პირველკურსელებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა და დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე გაამახვილა ყურადღება. პრეზიდენტმა პირველკურსელებს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალდებულების შესრულებისაკენ – საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდა. სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა. ღონისძიებას იაკობ…

dsc_6053

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით ინკლუზიური განათლებაზე კონფერენცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს  ორგანიზებით, ინკლუზიური განათლებაზე კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიმდინარე საქმიანობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა, სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების, ინკლუზიური განათლების პოლიტიკის პრაქტიკაში განხორციელებისა და სკოლებში ინკლუზიური კულტურის ჩამოყალიბების მნიშვნელობას. კონფერენციის ფარგლებში იმსჯელეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს…

dsc_4080

თსუ-ში ბლუმბერგის საერთაშორისო კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბლუმბერგის (Bloomberg) საერთაშორისო სასწავლო- კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა. კომპანია Bloomberg-მა შექმნა სპეციალური დამხმარე პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისათვის – Bloomberg Education – რომელიც გულისხმობს უნივერსიტეტში პროფესიული „დილინგ რუმის“ შექმნას 12 ტერმინალის ბაზაზე. ეს უნივერსიტეტს საშუალებას მისცემს რეალურ რეჟიმში ასწავლოს სტუდენტებს საბირჟო ოპერაციების წარმოება და ხელი შეუწყოს მათ განხორციელებაში. დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული –…

dsc_1204

თბილისში პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი გაიხსნა

თბილისში პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი – „სილიკონ ველი თბილისი“ გაიხსნა, რომელიც IT აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში გააერთიანებს. „სილიკონ ველი თბილისში“ მომავალ ქართველ დეველოპერებს, პროგრამულ ინჟინრებს და მეწარმეებს შეეძლებათ საკუთარი ბიზნესიდეების სრულყოფილად განვითარება, ტექნოლოგიური უნარების გაღრმავება და შესაძლებლობების გაფართოება. პროექტის ფარგლებში ასევე განთავსდება წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებისა…

14292474_1654497838213767_6614758315236024774_n

პირველად საქართველოში, თბილისში „მეცნიერებისა და ინოვაციების“ ფესტივალი ტარდება

პირველად საქართველოში, თბილისში „მეცნიერებისა და ინოვაციების“ ფესტივალი ტარდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ფესტივალი 17 სექტემბერს დაიწყო, 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და ყოველი დღე დატვირთული იქნება განსხვავებული ღონისძიებებით. გაიმართება გამოფენები, საჯარო ლექციები, კონფერენციები, ტრენინგები, ვორკშოპები, ღია კარის დღეები, უახლესი სამეცნიერო გამოცემებისა და პროექტების პრეზენტაციები, გასვლითი ღონისძიებები და სხვა. მოძრავი გამოფენით „ცერნი დღეს“ და…

dsc_9257

2016–2017 სასწავლო წელი დაიწყო

15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სწავლის დაწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-პანსიონიდან მიულოცა. ამავე დღეს, მინისტრი თბილისის მე-60, 186–ე, 112–ე საჯარო სკოლებსა და კერძო სკოლას „პოლიგლოტი“ ეწვია და სკოლის წარმომადგენლებს პირადად მიულოცა სასწავლო წლის დაწყება. წელს უპრეცედენტოდ დიდია პირველკლასელთა რაოდენობა.…

dsc_8086

მომავლის ბანაკში ზაფხული 2 300-ზე მეტმა მოზარდმა გაატარა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე ანაკლიაში „მომავლის ბანაკს” ეწვივნენ. ბანაკი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელსაც ცენტრი მეოთხე წელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით, მაღალი აკადემიური…

dsc_8342

ქუთაისში კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი საუნივერსიტეტო ქალაქი აშენდება

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, მთავრობის სხვა წევრები, მეცნიერები და განათლების სისტემის წარმომადგენლები დაესწრნენ. კავკასიის რეგიონში უდიდესი, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი მთელი რეგიონისთვის საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრი და მიზიდულობის ცენტრი გახდება. უნივერსი ტეტშისტუდენტთა პირველი ნაკადის მიღება 2019 წელს არის…

3

სტეფანწმინდაში პირველი IT კაბინეტი გაიხსნა

სოციალური პროექტი ERTAD.GEკომპანია Vivus.ge-ს პატრონაჟით, გულშემატკივრებისა და დაინტერესებული პირებისთვის წარმატებული და მნიშნელოვანი პროექტების შესახებ ინფორმაციის გაზიარებასგანაგრძნობს. ამჯერად, ერთ ძალიან აქტიურ, სასიამოვნო, წარმოშობით მოხევე ქალბატონზე გიამბობთ.ნაზი ჩოფიკაშვილი 2000 წლის შემდეგ დედაქალაქიდან საცხოვრებლად ხევში, კერძოდ, სტეფანწმინდაში, გადავიდა. თუ რა მიზანი ჰქონდა და რას საქმიანობს, ამაზე თავად მოგვიყვება.  ქალბატონო ნაზი, გვესაუბრეთ თქვენ შესახებ, როდის დაინტერესდით ხევის ცხოვრების გააქტიურებაში…

12_0_6_jumping-students-1-1-680x365

გამოცდების ცენტრი უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

27 782 აბიტურიენტი უკვე სტუდენტია– დღეს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა. სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება მიიღო 6 500 მეტმა აბიტურიენტმა, ხოლო 4000 მდე პირველკურსელი იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა,რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან სრულიად ფინანსდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გამართა.